ანა ტეფნაძე
Wednesday, September 26, 2018
Sunday, April 28, 2013
გაკვეთილის გეგმა The Incas
|
გაკვეთილის მთავარი თემა
|
The Incas
|
|
მასწავლებლის სახელი, გვარი
|
ანა ტეფნაძე
|
|
სწავლების საფეხური
|
V
კლასი
|
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
19. არც ერთი მოსწავლე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას
|
|
გაკვეთილის მიზნები
|
მოსწავლემ შეძლოს ტექსტის წაკითხვა და გაგება. მეტყველებისას შეძლოს
ახალი და უკვე ნასწავლი სიტყვების გამოყენება და სწორად წარმოთქმა,ლექსიკური, გრამატიკული,
სამეტყველო და წერითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება,
წარმატებული კომუნიკაციის მიღწევა.
|
|
გაკვეთილის შედეგები
|
აუდიო მასალის დახმარებით მოსწავლე შეძლებს გამოთქმების დახვეწას. შეძლებს
საუბარს მისთვის ნაცნობ თემაზე ნასწავლი სიტყვების გამოყენებით და აზრის მკაფიოდ
გადმოცემას, შეძლებს მცირე მოცულობის ტექსტის შექმნას ნასწავლი სიტყვებისა და გრამატიკული
ნორმების გამოყენებით. ეს ყველაფერი მათ დაეხმარებათ მომდევნო თემაზე დინამიურად
გადასვლაში. მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, ჯგუფური და ინდივიდუალური
მუშაობის უნარ-ჩვევები.
|
|
წინასწარი ცოდნა
|
სიტყვების მარაგი, საჭირო ცოდნა გრამატიკის ირგვლივ და მისი გამოყენების
უნარი. პროგრამების: Word,
Internet, Google-ის გამოყენება
და სურათების გადმოწერა, Mouse-ის
გამოყენება.
|
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები ფასდებიან მათთვის წინასწარ გაცნობილი განმსაზღვრელი შეფასების
რუბრიკით.
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო SB და WB English World ავტორები Mary Bowen, Liz
Hocking, პოსტერები, დაფა, ცარცი, 19 კომპიუტერი, 1 პროექტორი, CD player.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A ფაზა/გამოწვევა.
აქტივობა 1.
დრო- 5 წუთი.
მასწავლებელი კლასს ყოფს 3 ჯგუფად შემთხვევითობის პრინციპით. იყენებს
სტრატეგიას ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე. მოსწავლეებს ეძლევათ მცირე დრო გადახედონ
სურათებს და ტექსტის სათაურს. დაფიქრდნენ თუ რა იციან ინკების შესახებ ან რა სმენიათ.
გამოთქვან თავიანთი აზრი.
აქტივობა 2.
დრო- 5 წუთი.
მასწავლებელი პროგრამა Power Point-ის საშუალებით რთავს სლაიდებს სადაც
გამოსახულია ინკების ამსახველი სხვადასხვა სურათები, მათი რიტუალები, სამოსი, საყოფაცხოვრებო
ნივთები, წეს-ჩვეულებები,
ინკების სახელმწიფო ტერიტორიის
ამსახველი სურათი და აძლევს მცირე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინკების სახელმწიფო
იყო ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო რომელიც აერთიანებდა 2 მილიონამდე ადამიანს.
B ფაზა/შინაარსის რეალიზება.
აქტივობა 1.
დრო- 5 წუთი.
მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს ტექსტის აუდიო ვერსიას, შემდეგ
აკითხებს მოსწავლეებს ტექსტს პარაგრაფების მიხედვით და ახდენს უცხო სიტყვათა განმარტებებს.
ბავშვები იმახსოვრებენ სურათზე მითითებულ უცხო სიტყვებს.
აქტივობა 2. დრო- 10 წუთი.
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს უცხო სიტყვების გამოყენებით წინადადებების
და მცირე ტექსტის შედგენას.
აქტივობა 3. დრო-10 წუთი.
მასწავლებელი იყებენს სტრატეგიას
ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე. სვავს ღია და დახურულ კთხვებს ტექსტის ირგვლივ, შემდეგ
ეკითხება მოსწავლეებს თუ რა დარჩა გაურკვეველი მათთვის და რის სწავლას ისურვებდნენ.
C ფაზა/შეფასების ფაზა
აქტივობა 1.
დრო- 7 წუთი.
მასწავლებელი იყენებს T- სქემას წარმოქმნილი შთაბეჭდილებებისა და შეხედულებების
ჩამოსაყალიბებლად,სთხოვს ჩამოაყალიბოს თავიანთი აზრი თუ რა ცოდნა შეიძინეს გაკვეთილზე.
ეს ხელს შეუწყობს ტექსტის უკეთ გაგებას და კრიტიკული ანალიზის განვითარებას.
აქტივობა 2. დრო- 3 წუთი.
სთხოვს მოსწავლეებს მოიძიონ მცირე ინფორმაცია Internet, Google-ის გამოყენებით
ერთი რომელიმე ტომის შესახებ.
|
Saturday, April 27, 2013
პროექტი: ინგლისური ენის როლი 21-ე საუკუნეში
პროექტის სახელწოდება:
ინგლისური ენის როლი 21-ე საუკუნეში.
პროექტის მთავარი
იდეა: გაერკვიონ ინგლისური ენის სწავლის აუცილებლობაში.
პროექტის აქტუალობა:
დღესდღეობით უამრავი ადამიანი სწავლობს ინგლისურ ენას, განსაკუთრებით სკოლებში და უმაღლეს
სასწვლებლებშია გაძლიერებული ამ უცხო ენის სწავლება. მაღალანაზღაურებად სამსახურებშიც
სწორედ ინგლისური ენის ფლობაა აუცილებელი მოთხოვნა.რატომ?
პროექტის მიზნები:
ჩაატარონ გამოკითხვა სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებთან
და გაარკვიონ რამდენად მნიშვნელოვანია მათ საქმიანობაში ინგლისური ენის ცოდნა. ამით
მოსწავლეებს უყალიბდებათ ინფორმაციის მოძიების, კვლევა-ძიების, ლოგიკური აზროვნების,
კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეთა ასაკი:
16-17
ვადები/ხანგრძლივობა:
2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები
რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ დღეს 21-ე საუკუნეში
უცხო ენის და განსაკუთრებით ინგლისური ენის ცოდნა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
წინაპირობაა. კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია მოკლედ დაბეჭდონ ელექტრონული ვარსიით,
რომელ პროფესიულ სფეროს რამდენად ესაჭიროება ინგლისური ენის ფლობა და ბუკლეტები დაურიგონ
სხვადასხა კლასის მოსწავლეებს.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. მასწავლებელი
კლასში აწარმოებს გამოკითხვას ვის რომელ სფეროში სურს საქმიანობის გაგრძელება მომავალში
და სურვილის წარმატებით განხორციელებისათვის
რა პირობებია აუცილებელი.
აქტივობა 2. მას შემდეგ რაც მოსწავლეები მივლენ იმ დასკვნამდე
რომ ინგლისური ენის ფლობა წარმატების საწინდარია, მოსწავლეები ირჩევენ პროექტის თემას
და მოჰყავთ არგუმენტები თუ რამდენად საჭიროა
ამ პროექტის ჩატარება.
აქტივობა 3. მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს 4 კაციან ჯგუფებად
შემთხვევითობის პრინციპით.
აქტივობა 4. ჯგუფები მიდიან სხვადასხვა ორგანიზაციებში
და აწარმოებენ გამოკითხვას ინტერვიუს სახით, თუ რამდენად სჭირდებათ დასაქმებულებს ინგლისური ენის
ფლობა და რა პრობლემებს აწყდებიან ინგლისურის არცოდნის გამო თავიანთ საქმიანობაში.
აქტივობა 5. მოსწავლეები პროგრამა internet-ის გამოყენებით მოიძიებენ
ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნებში რამდენადაა მოთხოვნადი ინგლისური ენის ცოდნა.
აქტივობა 6. მოპოვებულ ინფორმაციას ისინი ბეჭდავენ Word-ის პროგრამაში და ამზადებენ ბუკლეტებს და ურიგებენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს.
აქტივობა 7. პროგრამა Power Point-ში მოამზადებენ პრეზენტაციას
და დიაგრამის სახით წარმოადგენენ დასაქმებულთა
მიერ ინგლისური ენის ცოდნის სტატისტიკურ მონაცემებს.
პროექტისთვის
საჭირო რესურსები: დიქტოფონი,კომპიუტერი,პროექტორი,პრინტერი,კომპიუტერული
პროგრამების ცოდნა: Word, Power Point, Internet,VUE.
საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ-ი. უცხ.ს.VIII.12. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური
საკითხის, პრობლემის გარშემო.უცხ.ს.VIII.13.
მოსწავლეს შეუძლია
თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.
პროექტის ხელმძღვანელი:
ანა ტეფნაძე
ელექტრონული ფოსტა:
ana.tepnadze.1@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)