Sunday, April 28, 2013

გაკვეთილის გეგმა The Incas

გაკვეთილის მთავარი თემა
The Incas
მასწავლებლის სახელი, გვარი
ანა ტეფნაძე
სწავლების საფეხური
V კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
19. არც ერთი მოსწავლე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას
გაკვეთილის მიზნები
მოსწავლემ შეძლოს ტექსტის წაკითხვა და გაგება. მეტყველებისას შეძლოს ახალი და უკვე ნასწავლი სიტყვების გამოყენება და სწორად წარმოთქმა,ლექსიკური, გრამატიკული, სამეტყველო და წერითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, წარმატებული კომუნიკაციის მიღწევა.
გაკვეთილის შედეგები
აუდიო მასალის დახმარებით მოსწავლე შეძლებს გამოთქმების დახვეწას. შეძლებს საუბარს მისთვის ნაცნობ თემაზე ნასწავლი სიტყვების გამოყენებით და აზრის მკაფიოდ გადმოცემას, შეძლებს მცირე მოცულობის ტექსტის შექმნას ნასწავლი სიტყვებისა და გრამატიკული ნორმების გამოყენებით. ეს ყველაფერი მათ დაეხმარებათ მომდევნო თემაზე დინამიურად გადასვლაში. მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარ-ჩვევები.
წინასწარი ცოდნა
სიტყვების მარაგი, საჭირო ცოდნა გრამატიკის ირგვლივ და მისი გამოყენების უნარი. პროგრამების: Word, Internet, Google-ის გამოყენება და სურათების გადმოწერა, Mouse-ის გამოყენება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან მათთვის წინასწარ გაცნობილი განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო SB და WB English World ავტორები Mary Bowen, Liz Hocking, პოსტერები, დაფა, ცარცი, 19 კომპიუტერი, 1 პროექტორი, CD player.
გაკვეთილის მსვლელობა
                    A ფაზა/გამოწვევა.

აქტივობა 1. დრო- 5  წუთი.
მასწავლებელი კლასს ყოფს 3 ჯგუფად შემთხვევითობის პრინციპით. იყენებს სტრატეგიას ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე. მოსწავლეებს ეძლევათ მცირე დრო გადახედონ სურათებს და ტექსტის სათაურს. დაფიქრდნენ თუ რა იციან ინკების შესახებ ან რა სმენიათ. გამოთქვან თავიანთი აზრი.
აქტივობა 2. დრო- 5 წუთი.
მასწავლებელი პროგრამა Power Point-ის საშუალებით რთავს სლაიდებს სადაც გამოსახულია ინკების ამსახველი სხვადასხვა სურათები, მათი რიტუალები, სამოსი, საყოფაცხოვრებო ნივთები, წეს-ჩვეულებები,
ინკების  სახელმწიფო ტერიტორიის ამსახველი სურათი და აძლევს მცირე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინკების სახელმწიფო იყო ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო რომელიც აერთიანებდა 2 მილიონამდე ადამიანს.  

                    B ფაზა/შინაარსის რეალიზება.

აქტივობა 1. დრო- 5 წუთი.
მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს ტექსტის აუდიო ვერსიას, შემდეგ აკითხებს მოსწავლეებს ტექსტს პარაგრაფების მიხედვით და ახდენს უცხო სიტყვათა განმარტებებს. ბავშვები იმახსოვრებენ სურათზე მითითებულ უცხო სიტყვებს.
 აქტივობა 2. დრო- 10 წუთი.
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს უცხო სიტყვების გამოყენებით წინადადებების და მცირე ტექსტის შედგენას.
აქტივობა 3. დრო-10 წუთი.
 მასწავლებელი იყებენს სტრატეგიას ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე. სვავს ღია და დახურულ კთხვებს ტექსტის ირგვლივ, შემდეგ ეკითხება მოსწავლეებს თუ რა დარჩა გაურკვეველი მათთვის და რის სწავლას ისურვებდნენ.

               C ფაზა/შეფასების ფაზა


აქტივობა 1. დრო- 7 წუთი.
მასწავლებელი იყენებს T- სქემას წარმოქმნილი შთაბეჭდილებებისა და შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად,სთხოვს ჩამოაყალიბოს თავიანთი აზრი თუ რა ცოდნა შეიძინეს გაკვეთილზე. ეს ხელს შეუწყობს ტექსტის უკეთ გაგებას და კრიტიკული ანალიზის განვითარებას.

აქტივობა 2.  დრო- 3 წუთი.
სთხოვს მოსწავლეებს მოიძიონ მცირე ინფორმაცია Internet, Google-ის გამოყენებით ერთი რომელიმე ტომის შესახებ.

No comments:

Post a Comment